პირველ დღეს გავეცანით intel education viewer-ს რომელიც 8 მოდულისაგან შედგება, იგი თავის მხრივ იყოფა აქტივობებად და ნაბიჯებად. ის დაგვეხმარება და მოგვცემს მიმართლებას თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური პროექტები. ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ. ტრენერის დახმარებით შევქმენით ჩვენი სახელით და გვარით ახალი საქაღალდე, რომელშიც განვათავსეთ პორთფოლიოსათვის საჭირო საქაღალდეები:
- კურსის რესურსები: 21-ე საუკუნის უნარჩვევები; პორტფოლიოს ჩეკლისტი; პროექტის მახასიათებელი, ჩეკლისტი;
- სასწავლო პროექტის გეგმა: სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი;
- მოსწავლის ნიმუში;
- სასწავლო პროექტის დამხმარე;
- სურათები, აუდიო, ვიდეო.
- შეფასება;
არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური სამუშაოც, რომლის დროსაც განვიხილეთ პროექტის თემები.
ასევე მრავლისმომცემი იყო ტრენინგის მეო დღეც. გავიხსენეთ პირველი დღის მასალა. შემდეგ ვისაუბრეთ პროექტით სწავლების მიზანზე, მის დადებით მხარეებზე. იმაზე თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ სწავლების ეს მეთოდი, თუ რა უნარებს უვითრებს იგი მოსწავლეს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა როლი ეკისრება პროექტის გაკეთების დროს: მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს. ტრენერის დახმარებით გავიგეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ პროექტისათვის საჭირო ბუკლეტი, როგორ გადმოვიწეროთ ინტერნეტიდან ჩვენთვის საჭირო მასალა: სურათი, ვიდეო, აპლიკაცია.
ტრენინგის მიწურულს კი ვისწავლეთ საკუთარი პორტფოლიოს (ბლოგის) შეექმნა.
No comments:
Post a Comment