Wednesday, November 18, 2015
მეცხრე დღე
ცხრა დღიანი ტრენინგის ბოლო დღე იყო პრეზენტაციის დღე. ტრენერთან ერთად დეტალურად განვიხილეთ თითოელი პედაგოგის პრეზენტაცია. შევიტანეთ მასში შესწორებები და გავითვალისწინეთ ზოგიერთი რამ, რაც შემდეგი პროექტის მომზადების დროს აუცილებლად გამოგვადგება. პირადად ჩემთვის ინტელის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.ჩემ სამუშაო პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ პროექტით სწავლების მეთოდს.
Monday, November 16, 2015
მერვე დღე
ინტელის ტრენინგი რაც უფრო უახლოვდება კულმინაციას, უფრო მატულობს პრაქტიკული სამუშაოებიც, რაც ტრენინგს გაცილებით საინტერესოს ხდის. დღევანდელ დღეს გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და შევიტანეთ მასში შესწორებები. შემდეგ განვსაზღვრეთ დიფერენცირებული დავალებები, სპეციალური საჭიროების მქონე, მაღალი მოსწრებისა და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. დღეს ასევე განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის, რის საფუძველზეც ვახდენთ მოსწავლეთა დაჯგუფებას ან დაწყვილებას.
მოსწავლეებისათვის შევქმენით ეგრეთ წოდებული ხარაჩო, სკაფოლდინგი, რაც დაეხმარება მათ პრეზენტაციის გაკეთებაში. დღის ბოლოს კი ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა თუ როგორ უნდა განგვეთავსებინა ბლოგზე ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, რასაც წარმატებით გავართვით თავი.
Thursday, November 12, 2015
ტრენინგის მე-7 დღე
დღევნდელი ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის ნამუშევრის განხილვით. შემდეგ ვიმუშავეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სტრატეგიებზე. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ მეთოდები და ინსტრუმენტები. ტრენინგის დასასრულს მივიღეთ მითითებები თუ როგორ უნდამოვაწესრიგოთ და შევავსოთ შეფასების საქაღალდეში შემავალი დოკუმენტები. გმადლობთ საინტრესო ტრენინგისათვის.
Monday, November 9, 2015
დღე მეექვსე
დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციაში ვორდის ფურცლის ჩასმა. დავამუშავეთ პროექტით გათვალისწინებული გეგმის ერთ-ერთი გეგმის ნიმუში. როგორც ყოელთვის დღევანდელი დღეც საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი იყო, რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.
Thursday, November 5, 2015
მეხუთე დღე
საკმაოდ შრომატევადი იყო მეხუთე დღე. უფრო ჩართულები ვიყავით სამუშაო პროესში. წყვილებში განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის მონახაზი, გავეცანით პრეზენტაციას სლაიდშოუს სახით, ჩვენი მოსაზრება კი დავაფიქსირეთ კომენტარით. გავეცანით პროცედურების მნიშვნელობას და გავაკეთეთ მონახაზი. დღეს ასევე ვიმუშავეთ ბლოგებზე. რაც მოიცავდა ბლოგისთვის ფონის შეცვლას, ლინკის დადება, ფოტოების ატვირთვა, გვერდების შექმნა.
დღე მეოთხე
რაც უფრო მეტად ვეცნობით პროექტის თემას, მით უფრო საინტერესო ხდება ტრენინგიც. მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ თემატური და შეინაარსობრივი კითხვები..ვიმუშავეთ პრეზენტაციის გეგმის შაბლონზე. შევქმენით პროექტის ორგანაიზერი.
Subscribe to:
Posts (Atom)