Monday, November 16, 2015

მერვე დღე

      ინტელის ტრენინგი რაც უფრო უახლოვდება კულმინაციას, უფრო მატულობს პრაქტიკული  სამუშაოებიც, რაც ტრენინგს გაცილებით საინტერესოს ხდის.  დღევანდელ დღეს გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და შევიტანეთ მასში შესწორებები.                                 შემდეგ განვსაზღვრეთ დიფერენცირებული დავალებები,   სპეციალური საჭიროების მქონე, მაღალი მოსწრებისა და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. დღეს ასევე განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის, რის საფუძველზეც ვახდენთ მოსწავლეთა დაჯგუფებას ან დაწყვილებას.
    მოსწავლეებისათვის შევქმენით ეგრეთ წოდებული ხარაჩო, სკაფოლდინგი, რაც დაეხმარება მათ პრეზენტაციის გაკეთებაში. დღის ბოლოს კი ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა თუ როგორ უნდა განგვეთავსებინა ბლოგზე ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, რასაც წარმატებით გავართვით თავი. 

No comments:

Post a Comment