Wednesday, November 18, 2015
მეცხრე დღე
ცხრა დღიანი ტრენინგის ბოლო დღე იყო პრეზენტაციის დღე. ტრენერთან ერთად დეტალურად განვიხილეთ თითოელი პედაგოგის პრეზენტაცია. შევიტანეთ მასში შესწორებები და გავითვალისწინეთ ზოგიერთი რამ, რაც შემდეგი პროექტის მომზადების დროს აუცილებლად გამოგვადგება. პირადად ჩემთვის ინტელის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლის მომცემი იყო.ჩემ სამუშაო პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ პროექტით სწავლების მეთოდს.
Monday, November 16, 2015
მერვე დღე
ინტელის ტრენინგი რაც უფრო უახლოვდება კულმინაციას, უფრო მატულობს პრაქტიკული სამუშაოებიც, რაც ტრენინგს გაცილებით საინტერესოს ხდის. დღევანდელ დღეს გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და შევიტანეთ მასში შესწორებები. შემდეგ განვსაზღვრეთ დიფერენცირებული დავალებები, სპეციალური საჭიროების მქონე, მაღალი მოსწრებისა და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. დღეს ასევე განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის, რის საფუძველზეც ვახდენთ მოსწავლეთა დაჯგუფებას ან დაწყვილებას.
მოსწავლეებისათვის შევქმენით ეგრეთ წოდებული ხარაჩო, სკაფოლდინგი, რაც დაეხმარება მათ პრეზენტაციის გაკეთებაში. დღის ბოლოს კი ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა თუ როგორ უნდა განგვეთავსებინა ბლოგზე ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, რასაც წარმატებით გავართვით თავი.
Thursday, November 12, 2015
ტრენინგის მე-7 დღე
დღევნდელი ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის ნამუშევრის განხილვით. შემდეგ ვიმუშავეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სტრატეგიებზე. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ მეთოდები და ინსტრუმენტები. ტრენინგის დასასრულს მივიღეთ მითითებები თუ როგორ უნდამოვაწესრიგოთ და შევავსოთ შეფასების საქაღალდეში შემავალი დოკუმენტები. გმადლობთ საინტრესო ტრენინგისათვის.
Monday, November 9, 2015
დღე მეექვსე
დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციაში ვორდის ფურცლის ჩასმა. დავამუშავეთ პროექტით გათვალისწინებული გეგმის ერთ-ერთი გეგმის ნიმუში. როგორც ყოელთვის დღევანდელი დღეც საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი იყო, რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.
Thursday, November 5, 2015
მეხუთე დღე
საკმაოდ შრომატევადი იყო მეხუთე დღე. უფრო ჩართულები ვიყავით სამუშაო პროესში. წყვილებში განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის მონახაზი, გავეცანით პრეზენტაციას სლაიდშოუს სახით, ჩვენი მოსაზრება კი დავაფიქსირეთ კომენტარით. გავეცანით პროცედურების მნიშვნელობას და გავაკეთეთ მონახაზი. დღეს ასევე ვიმუშავეთ ბლოგებზე. რაც მოიცავდა ბლოგისთვის ფონის შეცვლას, ლინკის დადება, ფოტოების ატვირთვა, გვერდების შექმნა.
დღე მეოთხე
რაც უფრო მეტად ვეცნობით პროექტის თემას, მით უფრო საინტერესო ხდება ტრენინგიც. მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ თემატური და შეინაარსობრივი კითხვები..ვიმუშავეთ პრეზენტაციის გეგმის შაბლონზე. შევქმენით პროექტის ორგანაიზერი.
Thursday, October 29, 2015
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე საინტერესოსთან ერთად უფრო შრომატევადი აღმოჩნდა წინა დღეებთან შედარებით. შევავსეთ პროექტის სასწავლო გეგმა :
ჩვასვით ინდიკატორები: ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით განვსაზღვრეთ აქტივობების დონე. განვსაზღვრეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები. გავეცანით საკვანძო კითხვებს.
კარგად ვართმევ თავს ტექნიკურ მხარეს, რაც შეეხება თეორიულს არის საკითხები რომელის არსაც მთლად ვერ ჩავწვდი. მაგალითად, ცოტა გამიჭირდა გეგმის შაბლონის სრულად შევსება. იმედი მაქვს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტრენერის დახმარებით ამ ხარვეზს მალე გამოვასწორებ.

Wednesday, October 28, 2015
ტრენინგის პირველი და მეორე დღე
ტრენინგის პირველი და მეორე დღე საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
პირველ დღეს გავეცანით intel education viewer-ს რომელიც 8 მოდულისაგან შედგება, იგი თავის მხრივ იყოფა აქტივობებად და ნაბიჯებად. ის დაგვეხმარება და მოგვცემს მიმართლებას თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური პროექტები. ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ. ტრენერის დახმარებით შევქმენით ჩვენი სახელით და გვარით ახალი საქაღალდე, რომელშიც განვათავსეთ პორთფოლიოსათვის საჭირო საქაღალდეები:
არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური სამუშაოც, რომლის დროსაც განვიხილეთ პროექტის თემები.
ასევე მრავლისმომცემი იყო ტრენინგის მეო დღეც. გავიხსენეთ პირველი დღის მასალა. შემდეგ ვისაუბრეთ პროექტით სწავლების მიზანზე, მის დადებით მხარეებზე. იმაზე თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ სწავლების ეს მეთოდი, თუ რა უნარებს უვითრებს იგი მოსწავლეს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა როლი ეკისრება პროექტის გაკეთების დროს: მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს. ტრენერის დახმარებით გავიგეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ პროექტისათვის საჭირო ბუკლეტი, როგორ გადმოვიწეროთ ინტერნეტიდან ჩვენთვის საჭირო მასალა: სურათი, ვიდეო, აპლიკაცია.
ტრენინგის მიწურულს კი ვისწავლეთ საკუთარი პორტფოლიოს (ბლოგის) შეექმნა.

- კურსის რესურსები: 21-ე საუკუნის უნარჩვევები; პორტფოლიოს ჩეკლისტი; პროექტის მახასიათებელი, ჩეკლისტი;
- სასწავლო პროექტის გეგმა: სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი;
- მოსწავლის ნიმუში;
- სასწავლო პროექტის დამხმარე;
- სურათები, აუდიო, ვიდეო.
- შეფასება;
არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური სამუშაოც, რომლის დროსაც განვიხილეთ პროექტის თემები.
ასევე მრავლისმომცემი იყო ტრენინგის მეო დღეც. გავიხსენეთ პირველი დღის მასალა. შემდეგ ვისაუბრეთ პროექტით სწავლების მიზანზე, მის დადებით მხარეებზე. იმაზე თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ სწავლების ეს მეთოდი, თუ რა უნარებს უვითრებს იგი მოსწავლეს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა როლი ეკისრება პროექტის გაკეთების დროს: მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს. ტრენერის დახმარებით გავიგეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ პროექტისათვის საჭირო ბუკლეტი, როგორ გადმოვიწეროთ ინტერნეტიდან ჩვენთვის საჭირო მასალა: სურათი, ვიდეო, აპლიკაცია.
ტრენინგის მიწურულს კი ვისწავლეთ საკუთარი პორტფოლიოს (ბლოგის) შეექმნა.
Subscribe to:
Posts (Atom)